პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

“როდესაც, საწვავის გლობალურ ბაზარზე შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად, აშშ დახმარების თხოვნით მიმართავს რუსეთს, საინტერესოა, იმ ადამიანებს რა პასუხი აქვთ, ჯერ კიდევ 2022 წელს რომ გვიკიჟინებდნენ – რუსეთი უკვე დამარცხებულია, ინგრევა და საქართველო ამ დიდი გამარჯვების მიღმა რჩებაო…?!”, – წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, შეგნებული მტრობა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხელოვნურ ტრენდებს აყოლილებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადონ, რადგან მათი მონაწილეობით და გამოყენებით არაერთხელ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა უდიდესი რისკის ქვეშ.

“შეგნებული მტრობა რომ უნდა დაისაჯოს ეს ცხადია, მაგრამ ხელოვნურ ტრენდებს აყოლილმა ლიბერდებილებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და მინიმუმ ბოდიში მოიხადონ, რადგან მათი მონაწილეობით და გამოყენებით არაერთხელ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა უდიდესი რისკის ქვეშ!

ომის შემდეგ, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა რომ გაეზარდა ეს ვნახეთ, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ღვინის წარმოება არ აქვთ, ჩვენზე ბევრად მეტი ღვინო რომ შეჰქონდათ რუსეთში ესეც ვნახეთ… კაია კალასის ოჯახი რუსეთში საქმიანობით რომ მდიდრდებოდა ესეც…
მეტი რა უნდა მოხდეს, რომ თავი დავანებოთ რაღაც კოლექტიურ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს…
მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის…

აბა ჩქარა ამერიკის საელჩოსთან – არა რუსულ დიზეეელს!!!(სავანელის ხმით)”, – წერს შაქარიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.