ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ20:21
ნანა ჟორჟოლიანი

განცხადება · 131 ნახვა

მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

„ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს – სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ“

როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ, – განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, იმ ფონზე, როდესაც დაკავებული ახალგაზრდები არ წერენ საპროცესო შეთანხმებას, ზოდელავა და ბერიძე, სავარაუდოდ მზად არიან კრიტიკის მოსასმენად. მისივე თქმით, თუ პოლიტიკაში მოიაზრებ საკუთარ თავს, ყველაფრის სანაცვლოდ უძლებ ციხის კედლებს.

“ალბათ ფიქრობენ, რომ ხვალ მათ ცხოვრებაში პოლიტიკა აღარ იქნება, იმიტომ რომ იმ ფონზე, როდესაც მათე დევიძე არ წერს საპროცესო გარიგებას და შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ, ალბათ იცი, რომ ვიღაცები არ მოგიწონებენ და ამისთვისაც მზად არიან და როცა გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები მოვისმინე, ეს ძალიან პერსონალური გადაწყვეტილებაა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც ადამიანი მესმის ეს და პოლიტიკის ნაწილში ალბათ რა ვარაუდიც გამოვთქვი, გამართლდება.
მესმის ის, რომ შეიძლება მათთვის რაღაც ისეთი სირთულე აღმოჩნდა ფაქტორი – მე არ მინდა სიტყვა ვერ გაძლება ვთქვა, მაგრამ, ის ფაქტორი ისეთი მძლავრი აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ ამას როდესაც ვსაუბრობ, მე ვარ ადამიანი, არ ვგულისხმობ რაღაცნაირ პოლიტიკურ სახელმძღვანელოს, გვერდზე გადავდოთ, თუმცა, არ ვიცი მე არასოდეს წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ზოგადად, როგორც ჟურნალისტს, ასე წარმომიდგენია, რომ ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, დაგანიხილავ და თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ ხო? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს და სავარაუდოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ,” – განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ პოდკასტში.

ნანა ჟორჟოლიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნანა ჟორჟოლიანი„მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს – დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა“
  2. ნანა ჟორჟოლიანი„მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება“
  3. ნანა ჟორჟოლიანი„ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს“