პოლიტიკა

ნანა ჟორჟოლიანი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს – სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ

როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ, – განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, იმ ფონზე, როდესაც დაკავებული ახალგაზრდები არ წერენ საპროცესო შეთანხმებას, ზოდელავა და ბერიძე, სავარაუდოდ მზად არიან კრიტიკის მოსასმენად. მისივე თქმით, თუ პოლიტიკაში მოიაზრებ საკუთარ თავს, ყველაფრის სანაცვლოდ უძლებ ციხის კედლებს.

“ალბათ ფიქრობენ, რომ ხვალ მათ ცხოვრებაში პოლიტიკა აღარ იქნება, იმიტომ რომ იმ ფონზე, როდესაც მათე დევიძე არ წერს საპროცესო გარიგებას და შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ, ალბათ იცი, რომ ვიღაცები არ მოგიწონებენ და ამისთვისაც მზად არიან და როცა გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები მოვისმინე, ეს ძალიან პერსონალური გადაწყვეტილებაა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც ადამიანი მესმის ეს და პოლიტიკის ნაწილში ალბათ რა ვარაუდიც გამოვთქვი, გამართლდება.
მესმის ის, რომ შეიძლება მათთვის რაღაც ისეთი სირთულე აღმოჩნდა ფაქტორი – მე არ მინდა სიტყვა ვერ გაძლება ვთქვა, მაგრამ, ის ფაქტორი ისეთი მძლავრი აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ ამას როდესაც ვსაუბრობ, მე ვარ ადამიანი, არ ვგულისხმობ რაღაცნაირ პოლიტიკურ სახელმძღვანელოს, გვერდზე გადავდოთ, თუმცა, არ ვიცი მე არასოდეს წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ზოგადად, როგორც ჟურნალისტს, ასე წარმომიდგენია, რომ ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, დაგანიხილავ და თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ ხო? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს და სავარაუდოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ,” – განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ პოდკასტში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.