პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია

x

სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე და პენსიის ზრდის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაც ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ირაკლი კობახიძის ინიციატივა, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია ინდექსაციით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზარდოს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, სოციალური პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გამოხატოს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მას შეუძლია, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო მეორე მხრივ, იზრუნოს ადამიანებზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„ სახელმწიფოს პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი საზომი არის, თუ რამდენად გრძნობს მოქალაქე მის მხარდაჭერას ყოველდღიურ ცხოვრებაში. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.
სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე და პენსიის ზრდის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაც ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ირაკლი კობახიძის ინიციატივა, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია ინდექსაციით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზარდოს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, სოციალური პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გამოხატოს.
სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება მხოლოდ ეკონომიკური ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის განვითარება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახოს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით შექმნეს ქვეყნის დღევანდელობა და ახლა სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ.
სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი პრემიერის გადაწყვეტილება, მთავრობა კანონით გათვალისწინებული ინდექსაციით არ შემოიფარგლა და პენსიის დამატებით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის მიდგომა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებასა და სოციალური დაცვის გაძლიერებას ემსახურება.
ამასთან, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვალდებულია, სოციალური ვალდებულებები ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს შეუთავსოს, რათა მოქალაქეებზე ზრუნვა ერთჯერადი გადაწყვეტილებით არ შემოიფარგლოს და მომავალშიც გაგრძელდეს. სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მას შეუძლია, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო მეორე მხრივ, იზრუნოს ადამიანებზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც წესით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ პენსიას ერთბაშად 45 ლარით ზრდიან, ეს პენსიონერისთვის უკვე საგრძნობი თანხაა და არა უბრალოდ „ფორმალობისთვის“ გაკეთებული ნაბიჯი

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს, პენსიების ზრდისთვის 128 მილიონი ლარის გამოყოფა ადასტურებს, რომ მთავრობა პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.