ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი4°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ23:56
ზაქარია წიკლაური

განცხადება · 131 ნახვა

„ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, საკრებულოში ქვემო სამგორის მაჟორიტარი, ზაქარია წიკლაური თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ, ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა.

როგორც ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი სამართლიანობაზე და ამომრჩევლის პატივისცემაზეც საუბრობს, არ უნდა დაივიწყოს საკუთარი წარსული და ისიც, რომ მათ საკუთარი ნებით თქვეს მანდატებსა და პარლამენტში მუშაობაზე.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩემი კოლეგის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის (პარტია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი თბილისი საკრებულოში) სიტყვით გამოსვლას და მადლობა არ გადავუხადო ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან, ნოდარ ბოკერიას, აბსოლუტურად ლოგიკურად და სწორად აწყობილი პასუხისთვის როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ თურმე პარტიების აკრძალვა გამოიწვევს ძალიან დიდ დაპირისპირებას საზოგადოებაში და უმრავლესობა, ზოგადად, არ ვცემთ პატივს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, ამ დროს უნდა გაიხსენოთ საკუთარი პოლიტიკური წარსული – ხალხს თავად არ ეცით პატივი „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ნიკოლოზ, მე არაფერი მაქვს თქვენთან პირადული, თუმცა თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ყველა ეს პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული. როდესაც საუბრობთ ამომრჩევლებისა და მათი ნდობის მანდატის პატივისცემაზე, პატივი თავად უნდა გეცათ, როდესაც ამ ქვეყნის გარკვეულმა ნაწილმა აგირჩიათ. თქვენ საკუთარი ნებით თქვით უარი პოლიტიკურ მანდატებსა და საპარლამენტო მუშაობაზე, არ შეხვედით პარლამენტში და ამით თავად არ ეცით პატივი ხალხის იმ ნაწილს, რომელმაც ნდობა გამოგიცხადათ

. როდესაც თითქოს პოლიტიკურ თემებზე საუბრობთ, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, სადაც დეტალურად იყო განხილული ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის, თქვენი პოლიტიკური ლიდერი მამუკა ხაზარაძე. როდესაც თქვენ ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან მიუთითებთ, რომ თითქოს ვინმე რამის აზრზე არ არის, იცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, აზრზე არ ხართ თქვენ. არ იცით საერთოდ, საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს და რა დაკვეთა უნდა შეასრულოთ იმისთვის, რომ ამ საზოგადოების გული მოიგოთ. ზუსტად ამიტომ, ყოველ არჩევნებზე სამარცხვინოდ და სამაგალითოდ ისჯებით ოპოზიცია და საზოგადოება გიწერთ ორიანს. გითითებენ ადგილს, რომ იცოდეთ, სად არის თქვენი ადგილი – იმ ხალხის ადგილი, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ქვეყნის მტრობის მეტს არაფერს აკეთებდით. თუ გაინტერესებთ, სამუშაო ოთახში მაქვს წიგნი, რომელიც გამოსცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, სადაც აღწერილია ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა პირადად თქვენი პარტიის ლიდერი. თუ არ გაქვთ ნანახი და ამის შესახებ არ იცით, შემიძლია, წიგნი მოგაწოდოთ და გაეცნოთ,“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

ზაქარია წიკლაური სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაქარია წიკლაური„სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სანტო- დომინგოში გაიმართა“
  2. ზაქარია წიკლაური„თუ დღეს საბიუჯეტო თანხის ათვისების პრობლემა გვაქვს, საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, მათთვის მთავარი შედეგებია“
  3. ზაქარია წიკლაური„რა პასუხს გასცემენ “არაღიარებული ხელისუფლების” მიერ შეწყალებული 4 ოქტომბრის შემოქმედები იმ ახალგაზრდებს, ვინც მათი მიზეზით ციხეში რჩებიან?“
  4. ზაქარია წიკლაური„ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ, აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია“