განცხადება · 134 ნახვა
ვიკა ბუკიაზე
„ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს“
ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციონერ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას საპასუხოდ, რომელმაც დეპუტატს “სიკვდილის ბუზი” უწოდა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მინიმალურ ცოდნას საჭიროებს მისი განცხადების გააზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დავით ოქიტაშვილის არგუმენტები პროკურატურისთვის წონადი იქნება, საგამოძიებო უწყება ნებისმიერ პირს გამოჰკითხავს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, მათ შორის, თინათინ რუხაძესაც და მამუკა მდინარაძესაც.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“თუ ვინმე მიუთითებს მეორე ადამიანის დანაშაულზე, ის უნდა გამოიკითხოს და ფასეულ ინფორმაციას თუ მისცემს გამოძიებას, ასევე უნდა გამოიკითხონ ამ ინფორმაციაში გაჟღერებული პირები. ჩემი გვარიც კი ვახსენე მაგალითისთვის, ვინმეს რამე რომ არ მოლანდებოდა. ამის გაგებას გარკვეული მინიმალური ცოდნა კი სჭირდება, მაგრამ იმდენად მინიმალური, სპეციალური უნარები საჭირო არ არის. კონკრეტულად რამის თქმა როდესაც მინდა, მიკიბულ-მოკიბულად არ მიყვარს საუბარი. დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საქმეა.
ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს,” – წერს შარმანაშვილი.
თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი„აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის“
- თენგიზ შარმანაშვილი„ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი“
- თენგიზ შარმანაშვილი„სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“
- თენგიზ შარმანაშვილი„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობადა ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“
