პოლიტიკა

გურანდა ბილიხოძე: ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს. ვანდალიზმი ვანდალიზმია პარიზში, თბილისში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში – სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას დაგმობთ, საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც შეხედეთ იმავე საზომით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ორმაგი სტანდარტია

ახლა რომ გამოდიხართ ზოგიერთი თქვენგანი Facebook-პოსტებით და ხბოს აღტაცებით წერთ საფრანგეთში მომხდარ საშინელ ძალადობასა და ვანდალიზმზე, ერთი კითხვა მაქვს: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველზე და არა მხოლოდ იქ-მათ შორის, 4 ოქტომბერს ორბელიანზე-ქუჩები იწვოდა? – წერს ჟურნალისტი, გურანდა ბილიხოძე, სოციალურ ქსელში.

მას კითხვები აქვს საზოგადოების იმ ნაწილთან, ვინც თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დროს დუმილი აირჩია – თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები მათთვის ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“.

ბილიხოძის თქმით, სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაგმობენ, ამ ადამიანებმა საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც იმავე საზომით უნდა შეხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრინციპულობა კი არა, ორმაგი სტანდარტია.

“იწვოდა მანქანები, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს პარლამენტის შენობის მიმართულებით და ცეცხლი წაუკიდეს შენობის ოთახებს. იგივე წარმატებით ცეცხლი წაუკიდეს პოლიციელებს. გადაწვეს ქუჩაში არსებული ნაგვის ბუნკერები, პარკებიდან აიღეს სკამები და მათაც ცეცხლი წაუკიდეს.
ქაშუეთის მიმდებარედ ოფისები გატეხეს, გამოიტანეს ტექნიკა, კომპიუტერები, პრინტერები, სკამები და მაგიდები და ყველაფერი შუა რუსთაველზე დაწვეს. უზარმაზარი კოცონი გიზგიზებდა.
ფეხით სავალ გზებზე დაგებული ფილებიც კი აყარეს და პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ-პიროტექნიკასთან და მოლოტოვის კოქტეილებთან ერთად.
ამ ყველაფრის ფონზე მე და ჩემს კოლეგებს მუშაობა გვიწევდა ენით აღუწერელი შეურაცხყოფის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ბულინგის პირობებში.
და კიდევ უამრავი რამ მოხდა, რასაც აქ ვერ ჩამოვთვლი-არც მინდა, ეს ტექსტი უსასრულოდ გაგრძელდეს.
ახლა კი მთავარი კითხვა:
მაშინ სად იყავით?
რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? რატომ არ წერდით იმ ძალადობაზე, რომელიც თქვენს თვალწინ ხდებოდა? უმეტესობამ რატომ აირჩიეთ დუმილი და, უფრო მეტიც, რატომ აღმოჩნდით ბოროტების მხარეს?
თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები თქვენთვის ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“?
ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს. ვანდალიზმი ვანდალიზმია იქნება ის პარიზში, თბილისში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში. დემოკრატია კი ვერასოდეს იქნება გამართლება ძალადობის, სხვისი ქონების განადგურებისა და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აგრესიისთვის.
ამიტომ, სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაგმობთ, საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც შეხედეთ იმავე საზომით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრინციპულობა კი არა, ორმაგი სტანდარტია,” – წერს გურანდა ბილიხოძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.