პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს

იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „დიფ სთეითის“ მეთოდები და რა მექანიზმებით ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყანაში კონკრეტულ იდეოლოგიას, საქართველოში მათი სტაჟიანი აგენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებია,- წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გავრცელებულ წერილში. 

შათირიშვილი ასევე, საქართველოს პოლიტიკურ წარსულსა და გლობალურ პროცესებს მიმოიხილავს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ ავრცელებს „დიფ სტეიტი“ კონკრეტულ იდეოლოგიას სხვადასხვა ქვეყანაში. შათირიშვილის შეფასებით, 2008 წლის ომის შემდგომი მოვლენები და სააკაშვილის ნარატივები „ახალი ქართველის“ შექმნასა და საზოგადოების მანიპულირებას ისახავდა მიზნად.

„ბუნებრივია, იმისთვის, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე, ომის რიტორიკის გამძაფრებასა და საკუთარი ხალხისთვის საფრთხის განზრახ ზრდაზე თანახმა იყოს, ამა თუ იმ აგენტს, შესაბამისი ფსიქიკური მდგომარეობაც უნდა გააჩნდეს, რისთვისაც სააკაშვილი იდეალური კანდიდატი აღმოჩნდა. იმის გარდა, რას აკეთებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როგორ ცდილობდა „ახალი ქართველის“ შექმნას, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2008 წელს, რუსთაველზე დამარცხებული ომი იზეიმა, საზოგადოებას კი უმტკიცებდა, რომ ტერიტორიების მხოლოდ 20 პროცენტის ოკუპაცია და უპირობო გამარჯვებას ნიშნავდა. ბუნებრივია, იმ პერიოდში, ქართველმა ხალხმა მისი ნარატივი არ დაიჯერა, თუმცა, მის მოღალატეობრივ განცხადებებს არც საპირისპირო რეზონანსი გამოუწვევია, რადგანაც ომის შემდეგ საზოგადოება საკმაოდ რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პარალელურად კი არ არსებობდა დამოუკიდებელი მაუწყებელი, რომელშიც ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირების საშუალებას ვინმეს ღიად მისცემდნენ“,- აღნიშნავს შათირიშილი. 

შათირიშვილის შეფასებით,  ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანი ომებითა და ინფლაციით დაღლილი ევროპის ეკონომიკური ჩამოშლა და მასზე კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა.

„კიდევ ერთი მოცემულობა, რომელიც სააკაშვილის რეალურ გონებრივ შესაძლებლობებზე მეტყველებს, მისი დღევანდელი პოზიციები და იმავეს მტკიცებაა, რაზეც 2008 წელს საუბრობდა. ბუნებრივია, იმ გლობალური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და კონკრეტულ იდეოლოგიებსა თუ ნარატივებს ქმნიან, შემდეგ კი სააკაშვილის მსგავს აგენტებს დავალებას აძლევენ, საკმაოდ დიდი გავლენის, გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანები არიან, შესაბამისად, მათ ზუსტად იციან, რომ დღესდღეობით რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ ქართველი ხალხისთვის ყველაფერი უკვე დიდი ხანია ნათელია, უკუშედეგის მომტანია. როგორც ჩანს, ურესურსოდ დარჩენილი, როგორც ადგილობრივი, ისე სტრასბურგის სასამართლოს მიერ არაერთ დანაშაულში მხილებული ყოფილი დიქტატორი მისი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და დავალებებსაც აღარ იღებს, ის კი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ახერხებს და კვლავ 20 წლის წინანდელ ლოზუნგებს იმეორებს, რითაც უფრო და უფრო კომიკური ხდება. იქამდე მივიდა, რომ სასამართლოზე, ხან საკუთარი ავატარის შექმნაზე საუბრობს, ხან ქართულ, ხან კი უკრაინულ ჰიმნს მღერის. ხან სიკვდილი პირას არის, ხან სასწაულებრივად განიკურნება და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას გვპირდება. ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოებების კიდევ უფრო დასუსტება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების ზრდითა და გაღარიბებით არის შესაძლებელი, ამის მისაღწევად კი, საუკეთესო გზა ბოლო პერიოდში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომრავლებული ომებია, რომლებიც, ცხოვრებისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ფასის ზრდას ბუნებრივად იწვევს, რაც, დღესდღეობით, განსაკუთრებით დიდ პრობლემას ევროპას უქმნის. მეორე მხრივ, საკუთარი მოქალაქეებისთვის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ომზე მითითება და გამუდმებული პროპაგანდირება, რომ ომი კარზეა მომდგარი, დიფ სთეითის მორჩილ კონკრეტულ ლიდერებს, საზოგადოების აზრით მანიპულირებისთვის შესანიშნავ პირობებს უქმნის. საბოლოოდ, აქამდეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანი, ეკონომიკურად ჩამოშლილი, ომისაგან დაღლილი ევროპის ღიად დაქვემდებარება და კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, თუმცა, ამას არა ვალდებულებითი ხასიათი უნდა ჰქონდეს, არამედ უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად უნდა მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს. ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლის ხელოვნური მცდელობა რუსეთ – უკრაინის თანმდევი პერიპეტიების მხოლოდ ერთ კომპონენტზე დაკვირვებითაც კარგად ჩანს. უკვე ნათელია, რომ რუსეთის აგრესიული თავდასხმებისა და უკრაინის ეკონომიკასა თუ ენერგოობიექტებზე დამანგრეველი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელებმა რუსული ჯარის კონკრეტულ საბრძოლო ხაზთან შეჩერება შეძლეს, პარალელურად კი, თავადაც ახერხებენ მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ. აღნიშნული თავდასხმები, პირველ რიგში, მიმართულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, “დიფ სთეითის” გეგმის შესაბამისად, ნავთობპროდუქტებს აძვირებს, თუმცა, ამ ფონზე, დასავლური სამყარო აბსურდამდე მისულ მედიამანიპულაციებში გადაეშვა. მაგალითად, დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლის პოზიციას, ერთ დღეს უკრაინას უჭერს მხარს, მეორე დღეს კი მასვე ადანაშაულებს ომის გაჭიანურებაში. მესამე დღეს აქცენტს რუსეთის სისასტიკეზე აკეთებს, შემდეგ კი საუბრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებაზეა ორიენტირებული. ამჯერად მან დაიწყო საუბარი, თითქოს, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს აღარ დაბომბავენ, რუსეთი კი საკუთარ დიზელს საერთაშორისო მასშტაბით გაყიდის, რათა ფასები შემცირდეს, თუმცა, მისი განცხადებების მიუხედავად, ჯერ – ჯერობით არც თავდასხმები შეწყვეტილა და ფასების თვალსაზრისით, არც რაიმე დადებითი ეფექტი მოჩანს. ამ აბსურდამდე მისული მდგომარეობის ფონზე კი, იმ ქვეყნების საზოგადოებებს, რომლებიც დიფ სთეითის მორჩილი ტექნოკრატების მიერ იმართებიან, პარალელურად კი, მათივე დაქვემდებარებული მედიასაშუალებებისგან იღებენ ინფორმაციას, ჯანსაღი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც აღარ გააჩნია“,- წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.