ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური12°C
  • მესტია3°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ21:30
ზაალ ანჯაფარიძე

განცხადება · 178 ნახვა

„პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: „ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა“.

ანჯაფარიძე იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მიაჩნია, რომ ამ აკრძალვით პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.

„ვერავითარი ქმედითი კონტრარგუმენტი რომ ვერ მონახეს მათი პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ეს პარტიები და მათი მომხრეები ისევ სანუკვარ მაშველ რგოლს – რუსეთს მიადგნენ. ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა. თუმცა, მათი რუსული „მაშველი რგოლი“ უკვე დიდი ხანია დაჩუტულია. ხალხი აღარ ჭამს ამ სატყუარას.
ნაცმოძრაობის, მისგან გამოყოფილი თუ მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, არის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, ისე როგორც მაგალითად რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.
დიახ, აღნიშნული პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციის შემდეგ კი მან ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ ამ სისტემის მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და იღვაწონ, და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“,- წერს ანჯაფარიძე.

ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“
  2. ზაალ ანჯაფარიძე„ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო“
  3. ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
  4. ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“