ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი8°C
  • გორი6°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:22
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 92 ნახვა

„14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, მოელის, სამართლებრივად შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი და მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში დამხობილი ჰქონდათ სახელმწიფოებრივი წყობილება და 2012 წლის შემდეგ დღევანდელ დღემდე, აგრძელებენ გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას“

უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი და ერთხელ და სამუდამოდ, “ნაციონალური მოძრაობა”, მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ აგრძელებენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ სარჩელს წარადგენს.

მისი განცხადებით, ქართული საზოგადოების დავალება დღევანდელ ისტორიულ პროცესზე შესრულდება, სადაც, სასამართლოს აქვს ვალდებულება და გამოწვევა, სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაიხსენოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი მავნებლობები და ანტიდემოკრატიული ქმედებები.

“შესაბამისად, 14 წლის მოლოდინი და დავალება ჩვენ მიმართ დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე – პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება.

საბოლოო ჯამში ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას შეიძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს “ნაცმოძრაობას”, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის. ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოლოდინიდან გამომდინარე შედეგი იქნება დემოკრატიისთვის გზის გახსნა და ის ოკუპაცია, რომელიც არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სახით ოპოზიციურ ველზე დასრულდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომელთა მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პოლიტიკური აქტივობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“
  2. არჩილ გორდულაძე„მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას“
  3. არჩილ გორდულაძე„24 ადამიანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა“
  4. არჩილ გორდულაძე„დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის- 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა, მათ შორის თვითმფრინავი და შვეულმფრენები“