პოლიტიკა

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ ქუჩებზე არ ვრცელდება. ის ციფრულ სივრცეშიც წყდება“.

მინისტრის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, საარჩევნო პროცესებში მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლი გახდა.

მისივე განმარტებით, ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„დემოკრატიულმა დებატებმა ინტერნეტში, განსაკუთრებით კი ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში, გადაინაცვლა, გარკვეულმა ქმედებებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით ეხება აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას. ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება ინტერნეტში ფართოდ მოიკიდოს ფეხი და საზოგადოებაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. ეს არც უბრალოდ სიტყვებია და არც წინასწარმეტყველება. ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ. ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- განაცხადა ლორან ნუნიესმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გარე ზეწოლამ შეიძლება გააძლიეროს ეჭვი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასახული პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, მოელის, სამართლებრივად შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი და მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში დამხობილი ჰქონდათ სახელმწიფოებრივი წყობილება და 2012 წლის შემდეგ დღევანდელ დღემდე, აგრძელებენ გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.