პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის – ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის

x

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება – დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი, და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან, საბოლოო სიტყვას კი კანონი იტყვის.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება – დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის. კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და თუ პარტიის ქმედებები კანონის ჩარჩოებს სცდება, სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება, აამოქმედოს თავდაცვის მექანიზმები, რაც არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცით, არამედ მრავალი ევროპული ქვეყნის პრაქტიკითაა გათვალისწინებული. დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის. კანონის აღსრულების მექანიზმის მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად წარმოჩენა აჩენს განცდას, რომ ოპოზიციური სპექტრი, პროცესის საბოლოო სამართლებრივ დასრულებამდე, თავადვე აცნობიერებს საკუთარი პოზიციების სისუსტეს. ჩვენ მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტის მომსწრენი ვართ. ნებისმიერი შედეგი – სარჩელის დაკმაყოფილებაც და მისი უარყოფაც – გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ “ფაქტების კომპილაცია”, “ფაქტების შეჯამებაა” და მეტი არაფერი – ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის – ნებისმიერი შედეგი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.