პოლიტიკა

თორნიკეჭეიშვილიოპოზიციურპარტიებზე: გუშინდელმადღემდაგვანახა, რომმათისახითსაქმეგვაქვსერთმნიშვნელოვნადანტიკონსტიტუციურწარმონაქმნებთან, ვინაიდანისსულისკვეთება, რომელიცფიქსირდებოდასხდომათადარბაზშიმათიმხრიდან, სხვაზეარაფერზეშეიძლებამეტყველებდეს, თუარაიმაზე, რომისინი  საბოლოობეჭედსსვამენიმაზე, რომარაღიარებენკონსტიტუციურწესრიგს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის ამპლუაში წარმოდგენილი ძალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ.

მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიები  არსებით განხილვებსა და საკონსტიტუციო სარჩელს უფრთხიან.

“პრინციპში, როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტურული ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არიან მოპასუხის ამპლუაში საკონსტიტუციო სასამართლოში, ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ კონკრეტული ეტაპები იმისათვის, რათა არსებითი განხილვის ცენტრალური ნაწილი, რომელიც გულისხმობს ახსნა-განმარტებების მიცემას, რომელიც გულისხმობს კითხვა-პასუხს, პაექრობას და შესაბამის დასკვნებს, იყოს რაც შეიძლება გაჭიანურებული. ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი რეალურად უფრთხიან ძალიან ამ საკონსტიტუციო პროცესს, საკონსტიტუციო სარჩელს. ვინ ვინ და მათ შესანიშნავად იციან მართლაც იმ არაკონსტიტუციური ქმედებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მათ მიერ იქნა ჩადენილი სხვადასხვა დროს. ეს უკავშირდება როგორც 2003-2012 წლებს, ისე რა თქმა უნდა 2012 წლის შემდგომ პერიოდს. 

რეალურად გუშინდელმა დღემ ჩვენ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დაგვანახა ისიც, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი მართლაც ხელს აწერენ და საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ რეალურად კონსტიტუციურ წესრიგს, მათთვის ჩალის ფასი აქვს კონსტიტუციურ წყობილებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თუ სხვა მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის რეგლამენტირებული”,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.