განცხადება · 100 ნახვა
„თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!“
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ვერ წყვეტს.
მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადება, სადაც იგი ლიეტუვაში IRI-ის კონფერენციაზე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან ოპოზიციისთვის გაცემულ მითითებებზე საუბრობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციონერები გადაწყვეტილებებს პატრონებთან შეთანხმებით იღებენ. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება სავალალო რეალობას ასახავს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“სხვა რამეს ვამბობთ? თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!”- წერს თენგიზ შრმანაშვილი.
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თუ ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნდნენ გაიმეორებენ წარსულში ჩადენილს, გაათმაგებულად გაიმეორებენ და ამას არც მალავენ“
- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის“
- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ“
