განცხადება · 179 ნახვა
„სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი “ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა.”
შარმანაშვილი სააკაშვილის ეგოიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარედან მიღებულ დავალებებსა თუ გადაწყვეტილებებზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში ერთ ამბავს ატეხენ ხოლმე, რომ ასე არ არის და ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ. პირდაპირ არის მექანიზმი აღწერილი. მიდიან პატრონებთან, პატრონები ეუბნებიან რაღაცას, მოდი ასე კი არაა, ისე გააკეთეთ, ესენი ეკამათებიან იმათ და უმტკიცებენ, რომ ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ და მოდით ის კი არ დაგვავალოთ, სხვა რამე დაგვავალეთ. პირდაპირ ნათლად აჩვენებენ, საიდან მოდის ეს გადაწყვეტილებები, ვისთან და როგორ არკვევენ.
ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვარკვევთ ჩვენ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან და ეგენი მიდიან და არკვევენ და ეკამათებიან თავის პატრონებს. ეკამათებიან კარგი გაგებით, რომ დაანახონ, რომ უკეთესი გადაწყვეტილება დაგვავალეთ, ასე უფრო გვირჩევნია. ისინი არიან მათი პატრონები და იმათთან აქვთ ურთიერთობა. ეს ნათლად აჩვენა სააკაშვილმა. სააკაშვილი რას ეუბნება ამ პოსტში?!- დაუჯერეთ იმ ხალხს, ვინც თქვენ გეუბნებათ ამას, რომ ჩემს გარშემო უნდა გაერთიანდეთ. იმას კი არ ამტკიცებს, რომ მე მაქვს ძალა, მე მაქვს ისეთი მოსაზრებები, გეგმები, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, იმათ დაუჯერეთო, აი ისინი რომ გეუბნებიანო, ჩვენი პატრონებიო, იმათ მოუსმინეთო. ეს პირდაპირი ლუსტრაციაა იმისა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქმე აინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ეგოიზმი მას იმთავითვე ჰქონდა“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი„ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი“
- თენგიზ შარმანაშვილი„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობადა ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“
- თენგიზ შარმანაშვილი„ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები“
- თენგიზ შარმანაშვილი„შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო აქტორებისგან“
