პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება – მათ ქმედებებში იოლად შეინიშნება ერთი ხელით მართული კოორდინებული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ორკესტრირებულად მოქმედებენ

„არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის ხუთი პარტია, რომლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებაც სასამართლოში სარჩელია შეტანილი, უცხოური დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური აქტორები არიან და ცდილობენ გარედან მიღებული დავალებებით ზიანი მიაყენონ ქვეყანას და ქართველ ხალხს.

„ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება და ასეც არის რეგისტრირებული. ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი დაარსებულნი არიან იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ცდილობენ, გარედან მიღებული დავალებებით დააზიანონ ქვეყანა და ქართველი ხალხი. არ არსებობს არავითარი ხუთი პარტია – ეს არის ერთი ქსელი. ეს პარტიები წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისა და იმ პიროვნებებისგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი, საჭიროებისამებრ, ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ. თავდაპირველად ჰქონდათ მცდელობა და დააარსეს კიდეც განაყოფი, რომელიც ვითომ ემიჯნებოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ასეთივე იყო „კოალიცია ცვლილებებისათვის“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ახალი პოლიტიკური პარტიები არიან… გახარიას პარტიაც, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, ვითომ განსხვავებული მიდგომები აქვთ, არაფრით განსხვავდება მათგან, ისინი ერთიან პოლიტიკას ახორციელებენ და იოლად შეინიშნება ორკესტრირებული ქმედებები. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობადა ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.