პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ჩუბინიძის დაკავებაზე: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი ედება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, როდესაც პირი საკუთარ საქმიანობასა და გავლენას ქვეყნის ინტერესების დაზიანებასა და საბოტაჟს უთმობს, ეს უკვე აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატია.
მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა და ქვეყნის შიგნიდან რყევის მცდელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„დღეს, ქვეყნის წინაშე უამრავი შიდა თუ გარე გამოწვევაა, თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა ასმაგდება. სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის მონაპოვარია, თუმცა ის არასდროს ნიშნავს საკუთარი ქვეყნის, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებას.

  • გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი ედება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
  • როდესაც პირი საკუთარ საქმიანობასა და გავლენას ქვეყნის ინტერესების დაზიანებასა და საბოტაჟს უთმობს, ეს უკვე აღარ არის ჟურნალისტიკა ეს საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატია. ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა და ქვეყნის შიგნიდან რყევის მცდელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
    ყველამ კარგად უნდა გაიაზროს: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს!
  • სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები და სტაბილურობა ნებისმიერი დესტრუქციული ქმედებისგან.“ – წერს სადღობელაშვილი.
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობადა ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.