განცხადება · 175 ნახვა
„საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები“
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს ამხელს. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებს არ უკავშირდება და მიზნად იდეოლოგიურ და კულტურულ ცვლილებებს ისახავს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში კულტურული ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და ლგბტქ+ დღის წესრიგთან ასოცირებული პირების პოლიტიკურ ლიდერებად წარმოჩენას გულისხმობს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსები მათი საქმიანობით უნდა შეფასდნენ და მათი პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცული უნდა იყოს. „დღეს დაგეგმილი საპროტესტო შეკრება გარე ძალების ხელწერას შეკრებამდე ამხელს.
„დიფ სთეითის“ სტრატეგია უცვლელია – ამ ძალას სურს ქვეყნებში კულტურული ტრანსფორმაცია შეძლოს და, მაგალითად, ლიბერალური ღირებულებების, ლგბტქ+ წარმომადგენლები პოლიტიკურ ლიდერებად აქციოს, რათა მათ მარტივად მოახდინონ გავლენა ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაზე. ლიდერებად ისეთი პერსონების დასმა, რომლებიც ასახავენ „ლგბტქ+“ დღის წესრიგს ან მასთან ასოცირდებიან, ამ ცხოვრების წესისა და ღირებულებების ნორმალიზებას ამარტივებს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს არა მხოლოდ მისაღები, არამედ იმდენად ლეგიტიმურია, რომ მსგავს ფიგურებს ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პლატფორმებზეც კი შეუძლიათ საკუთარი პირობებისა და დღის წესრიგის კარნახი. ეს არის კულტურული და იდეოლოგიური ექსპანსია, რომელიც ტრადიციული ფასეულობების ჩანაცვლებას და საზოგადოების საფუძვლების რღვევას პოლიტიკური ინსტრუმენტებით ცდილობს და, შესაძლოა, დადგა დრო, „დიფ სთეითის“ მიერ ეს მეთოდიც გამოიცადოს საქართველოში. სამართლებრივ სახელმწიფოში, მოქმედი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, მათ შორის პოლიტიკოსის, პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცულია ხელშეუხებლობის უფლებით და, ვფიქრობ, ყველა პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, მისი პოლიტიკური აქტივობითა და საქმიანობით უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ არის გარკვეული ვარაუდები.
სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს სრულად ვიზიარებ და ამ საკითხს ამ კუთხით არ ვეხები. მე მსურს, დავფიქრდეთ იმაზე, რომ მოთხოვნები, თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების შეცვლის შესახებ, მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს რეალურად. საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე გაცილებით სიღრმისეული – იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები. დღეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი ძალა, არის „დიფ სთეითის“ მთავარი სამიზნე, რადგან ამ ძალას ვერ პატიობენ იმას, რომ ბოლომდე გაიშიფრნენ გარე ძალები მათი მოქმედების სტრატეგიებით და, წინამორბედისაგან განსხვავებით, ამ ძალამ უარი თქვა „დიფ სთეითთან“ თანამშრომლობაზე და მათთვის ქართული სახელმწიფოს გადაფორმებაზე „ევროპული მეთოდით“. მაფიქრებს გარე ძალების მიერ პოლიტიკურ არენაზე სხვადასხვა ნიშნით შერჩეული და გამოყვანილი აქტორები. აქ, აქციის მასშტაბებთან შედარებით, საყურადღებოა მათი რეალური დანიშნულება „დიფ სთეითის“ მიზნებისთვის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
- თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
- თამთა მეგრელიშვილი„ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
- თამთა მეგრელიშვილი„აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს“
