განცხადება · 112 ნახვა
„„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო“
ნაციონალური მოძრაობის მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა. – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უკანონო თვალთვალს, შანტაჟს, ბიზნესის დატერორებასა და მედიის მიტაცებას ემყარებოდა. გორდულაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რაც, ავტორის შეფასებით, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებასა და სახელმწიფო ინტერესების პირდაპირ ღალატს წარმოადგენდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (შექმნა და განავითარა:
მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.
პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების საყოველთაო პრაქტიკა, ნაციონალური მოძრაობის მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა.
ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონებაზე უარის თქმის უკანონო იძულებისა და საკუთრების უფლების ხელმყოფი მრავალი ქმედება.
დაატერორა და ხელში ჩაიგდო როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ და სატელევიზიო მედია.
2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ისეთი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვეში მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია შემდეგი: მე-5 პუნქტი – „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. მე-11 პუნქტი: „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. ამ საკითხებზე ხმის მიცემით ნაციონალურმა მოძრაობამ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა, ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. “- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას“
- არჩილ გორდულაძე„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში“
- არჩილ გორდულაძე„ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა ისინიც მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?“
- არჩილ გორდულაძე„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს“
