განცხადება · 94 ნახვა
„სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს“
სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს. სხვისი გამოცდილების გამეორება ადვილია, გამარჯვების საფუძვლების შექმნა კი — გაცილებით რთული, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, სერბეთის მაგალითის საქართველოში გადმოტანას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ართულებს. მისი თქმით, ახალი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბება ძველი ოპოზიციური პარტიებისგან დისტანცირებას მოითხოვს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ამას არ დათანხმდებიან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრაგმატული პოლიტიკოსი გამარჯვებისთვის საჭირო საფუძვლებს ქმნის, რევანშისტული განწყობებით მოქმედი ძალები კი წარსულზე არიან ორიენტირებული და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
„სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს. სხვისი გამოცდილების გამეორება ადვილია, გამარჯვების საფუძვლების შექმნა კი — გაცილებით რთული.
სერბეთში 25 ოქტომბრის ვადამდელ არჩევნებში „სტუდენტურმა სიამ“ ალექსანდარ ვუჩიჩისა და მისი მმართველი პარტიის 14-წლიანი მმართველობა დაასრულა. მოძრაობა თითქმის ორწლიანი ანტიკორუფციული პროტესტის შედეგად გაძლიერდა: უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეჩერებიდან საარჩევნო ბრძოლამდე მივიდა, გამოცდილი და ავტორიტეტული ფიგურები გააერთიანა. მისი მნიშვნელოვანი საყრდენი ათიათასობით მოქალაქის შემოწირულობა იყო და არა ძველი ოპოზიციური პარტიების ფინანსური დახმარება.
შესაძლებელია თუ არა მსგავსი სცენარი საქართველოში?
ამისთვის საარჩევნო სიაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც მისი განშტოებების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ. მაგრამ კოლექტიური „ნაცები“ ამას არ დათანხმდებიან. დრომოჭმული ოპოზიციური ძალები ახალ მოძრაობას ფულს არ მისცემენ, ნაცავაზაკების ტელევიზიები კი კონსტრუქციულ ოპოზიციონერებს ეთერს არ უთმობენ, თუ ისინი ეპატაჟური რადიკალიზმითა და უტვინობით არ გამოირჩევიან. რეგიონებში კი მათ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები ამ ეტაპზე არ ჰყავთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: საქართველოს ხელისუფლების მიმართ კორუფციული ბრალდებები სერბეთის მაღალჩინოსნების შემთხვევასთან პარალელს ვერ ქმნის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ყოფილ ტოპ ჩინოსნებთან დაკავშირებით მოხდა და რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები კვლავ გრძელდება. ამ გარემოების უგულებელყოფით სერბული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა შეუძლებელია.
„სტუდენტები“ პირობითად ვახსენე — საუბარია საღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალებზე, რომლებსაც ნაცპარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციურ ველზე ფართო ასპარეზი დაეთმობათ.
პასუხისმგებლიანი ოპოზიცია არ უნდა იყოს შეპყრობილი იდეა ფიქსით, რომ 2028 წელს ან ყველაფერი უნდა მიიღოს, ან არაფერი. მმართველი პარტიის დასუსტებას თუ შეცვლას სჭირდება რეალისტური, თანმიმდევრული, აწონ-დაწონილი ქმედებები და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და არა იაფფასიანი, ბოროტი, საცირკო რადიკალური ნომრები, რომლებსაც ახლა მანქურთების სიბრტყეში ვხედავთ.
სხვისი სცენარის გამეორებაზე ოცნება ადვილია. პრაგმატული პოლიტიკოსი გამარჯვების საფუძვლებს ქმნის, რევანშისტი კი წარსულშია ჩარჩენილი, ძველი ანგარიშების გასწორებით არის შეპყრობილი და მუდმივად პოლიტიკურ ჩიხში ტრიალებს.“ – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
- გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
