პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატია უკვე ღიად ამბობს, რომ თავად აკონტროლებს ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს – საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას ამართლებენ, საქართველოში კი, – პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას

„ევრობიუროკრატია უკვე ღიად და აშკარად ამბობს, რომ ხელში იღებს ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს და ვინც მას არ დაემორჩილება, მის წინააღმდეგ უსამართლო განცხადებებს გამოიყენებს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, როდესაც ევროპაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროპელი ჩინოსნები ევროპული ინტერესების დაცვის ნაცვლად „დიფ სთეითის“ მითითებებს ასრულებენ, იმ ძალების დავალებებს, რომელთაც სურთ ევროპაშიც იყოს კრიზისი და ამ პირობებში მართონ ევროპული ქვეყნები.

„ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, მათი დამოკიდებულებების გამოძახილია – კრიზისი, რომლის შექმნასაც სხვაგან ცდილობდნენ, თავადვე შემოუბრუნდათ. ევროკომისიისგან ალბანეთში მიმდინარე მოვლენების დაგმობის განცხადებებს ვერ მოვისმენდით, რადგან ეს ყველაფერი მათივე ინიციირებული იყო. სწორედ ისინი აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალურ პროტესტს, პიროტექნიკის შეძენას, ალბანეთსა და საფრანგეთში კი, ხელისუფლებები მათ ხელშია. საქართველოში რომ სააკაშვილის რეჟიმი ყოფილიყო, იტყოდნენ, რომ რადიკალური აქციის ყველა მონაწილე უნდა დაისაჯოს. ევრობიუროკრატია უკვე ღიად და აშკარად ამბობს, რომ ხელში იღებს ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს და ვინც მას არ დაემორჩილება, მის წინააღმდეგ უსამართლო განცხადებებს გამოიყენებს. საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას გაამართლებს, საქართველოში კი – პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის” სროლას. ევროპელი ჩინოსნები აღარ წარმოადგენენ ევროპულ ინტერესებს, ისინი „დიფ სთეითის“ ინტერესებს ასრულებენ. ამ ძალებს სურთ, რომ მათ შორის ევროპაშიც იყოს კრიზისი და ამ კრიზისით მართონ ევროპული ქვეყნები. ამ პროცესებში ევროპული ინტერესებიც არ არის გათვალისწინებული. როდესაც ევროპულ ინტერესებს ფეხქვეშ გათელავ და ქართულ საზოგადოებას დაანახებ, თითქოს ევროპული ღირებულებაა ომი და არა – მშვიდობა, ლგბტ პროპაგანდა და არა – ოჯახური ღირებულებები, რა თქმა უნდა, ამით ევროპულ ღირებულებებს თელავ. მათი მიზანია, მათ შორის ევროპაშიც არასწორად წარმოაჩინონ ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირი შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს არის იმ ევრობიუროკრატების მიზანი, რომლებიც ევროპული საზოგადოებების დაკვეთებს არ ასრულებენ. ევროპულმა საზოგადოებებმა ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტები რომ დაინახეს, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ახლა პროტესტები ევროპაში,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართულისაზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.