პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის.

მისი თქმით, ბრალდებულებმა ძალიან კარგად იციან, რას ედავებიან, რასაც თავად მოსამართლეების განმარტებებიც ადასტურებს. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ დროულად უნდა დაანებოს თავი ილუზიებს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის შესახებ.

„ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს, ასევე სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები , რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის, ამას ვნახავთ დღეს, გამოვა ჩვენგან მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს. მათ ძალიან კარგად გაიგეს რას ვედავებით, თვითონ მოსამართლეებმაც აღნიშნეს, შემდგომში როდესაც ისინი თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, ძალიან მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ და რატომ არ უნდა შედავებოდნენ, ასე რომ მათ ძალიან კარგად იციან რას ვედავებით და დღეს ეს იქნება წარმოდგენილი. რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვისაც აღარ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსებისთვის. საერთოდ ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება ამ ილუზიებს თავს თუ დაანებებენ“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართულისაზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.