განცხადება · 96 ნახვა
„,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს“
სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ირაკლი ლატარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ნაცების ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ უმახინჯესი სულის პატრონი წითლიძე.
სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო…
ნაცების ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ ერთმა შემსრულებელმა (ზონდერმა) სოსანაშვილმა, კაცი – შვილის საფლავზე ააფეთქა და ამ სულით საფრთხობელამ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს.
ასეთია ნაცების მოდგმა, იმის მაგივრად მუხლებზე იდგნენ და მთელ ერს პატიებას სთხოვდნენ ,არა – ვერც კი აღიქვამენ საკუთარ უმძიმეს დანაშაულებებს.
წითლიძე არის კოლექტიური ნაცის აზროვნება, ამათთვის მორალი, ტკივილი, თანაგრძნობა და ა.შ არ არსებული არსებითი სახელებია.“ – წერს ლატარია.
ირაკლი ლატარია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი ლატარია„აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს“
- ირაკლი ლატარია„ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა“
- ირაკლი ლატარია„ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ “ქოცებსო”, IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს – ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1 პროცენტი“
- ირაკლი ლატარია„,,იმედსა” და ,,პოს ტივის” ობიექტურობას უწუნებდა ,,ლელო”. როგორც კი მათ ვუხსენებდით TV პირველს, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ: რას ამბობთ, რა შუაშია ,,ლელო” და “ TV პირველიო”? ხოდა, არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს TV პირველი“
