პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობის ყველა დანაყოფი საკონსტიტუციო სასამართლოში უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ითხოვენ მათ გასამართლებას.

“ეს დღეებია საზოგადოება თვალყურს ადევნებს უმნიშვნელოვანეს პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განიხილება სარჩელი რადიკალური ოპოზიციის, იგივე კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. ამ ფონზე, კოლექტიური ნაცმოძრაობის ყველა დანაყოფი უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ვითხოვთ მათ გასამართლებას. ასევე – ეს აგენტურა გვეუბნება, რომ ვერ გაიგეს, რომელი დანაშაული რომელ დანაყოფს მიემართება. დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა კიდევ ერთხელ, გარკვევით, შევახსენო მათ თავიანთი დანაშაულების მცირე ნაწილი. ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა! ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ გააუქმეთ არჩევნები, მიიტაცეთ სახელმწიფო და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, დღეს ჩვენი ქვეყანა ან იარსებებდა / ან არა…

ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ მოღალატეობრივი ნაბიჯებით დაკარგეთ საქართველოს ტერიტორიები და შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, სადაც ომის გამჩაღებლად საქართველოა ჩაწერილი. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ 9 წელი რუსული საქმე აკეთეთ და ტერიტორიების ჩაბარების შემდეგ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები – ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესმენებს გადაულოცეთ. ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია დააკანონეთ. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ადამიანები ქუჩაში მოკალით, დამიზნებით და სამაგალითოდ, შიშის დასათესად. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგ, 13 წელია, არ აღიარებთ არც ერთი არჩევნების შედეგს და მუდმივად ეწევით ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ამ დროის მანძილზე გქონდათ რევოლუციის და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მინიმუმ 6 მცდელობა! არ აღიარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ფეხქვეშ თელავთ კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ არა თუ დანაშაულებრივ კავშირსა და კოალიციაში  ხართ ერთმანეთთან, არამედ ხართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ძირს უთხრით საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელ პატრონებს, მოქმედებთ მათი დავალებების შესაბამისად და საქართველოს ინტერესები თქვენთვის არათუ მეორე ან მესამე ხარისხოვანია, არამედ ეროვნული ინტერესი – ეს ცნება! თქვენთვის უბრალოდ არ არსებობს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ საბოტაჟირებთ საქართველოს ევროპულ მომავალს, დადიხართ ბრიუსელის დერეფნებში და პატრონებს ცალ ფეხზე მდგომი მონური სულისკვეთებით ევედრებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია დაპაუზდეს – შემდეგ კი ამ ყველაფერს პოლიტიკურ დისკუსში იყენებთ. გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ აქ შევჩერდები. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!” – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.