ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:35
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 102 ნახვა

„უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!“

ევროპის მასშტაბით ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტიაა აკრძალული. ხოლო უკრაინაში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვას მასშტაბით- 8. აქედან ოთხი მემკვიდრე პარტიის საქმიანობა აიკრძალა 2026 წლის ივლისში. აგენტურა „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ უკან მდგომი ძალები ცდილობენ საზოგადოებას შემოასაღონ ტყუილი, რომ უკრაინაში და მოლდოვაში, ასევე ევროპის მასშტაბით არააკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის ზეიმი, ხოლო საქართველოში ანალოგიური პარტიების აკრძალვა წარმოადგენს დემოკრატიულ უკუსვლას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე

გორდულაძის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.

„მაშინ, როდესაც საზოგადოება იმსახურებს, რომ არააკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას და რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად აგენეტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. და კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რაც არის მისაღები ევროპულ ქვეყნებში, რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არააკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული. ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი. რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება კი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“
  2. არჩილ გორდულაძე„მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას“
  3. არჩილ გორდულაძე„24 ადამიანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა“
  4. არჩილ გორდულაძე„დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის- 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა, მათ შორის თვითმფრინავი და შვეულმფრენები“