განცხადება · 124 ნახვა
მაკო რატიანზე
„ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოუხდა.
მისი შეფასებით, ისინი, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პოლიტიკური განშტოებების აკრძალვის საკითხს აკრიტიკებენ, ამით საკუთარ პოზიციასაც წარმოაჩენენ და ამ საკითხზე მათი განცხადებები ყოფილი მმართველი პარტიის პოზიციებთან სიახლოვეს აჩვენებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„შეუძლებელია ემოციების და ამავე დროს რისხვის გარეშე მოისმინო ამ ადამიანის, თუნდაც ამ მოკლე ვიდეო ნაწყვეტში ჩატეული ამბავი.
ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა. მოუსმინეთ!
და ვისაც დღეს ენა უბრუნდება, ეს როგორ შეიძლება ამ პარტიის და მისი ნასხლეტების აკრძალვა და თან “დამოუკიდებელი” ექსპერტების თუ ენჯეო ლიდერების ტრიბუნიდან საუბრობდნენ, სინამდვილეში იმას ადასტურებენ, რომ თითქმის არაფრით განსხვავდებიან მათგან.“ – წერს ანჯაფარიძე.
ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“
- ზაალ ანჯაფარიძე„ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო“
- ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
- ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“
