პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პარტიების გაუქმება პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური თანამშრომლობის გამო ხდება, ტყუილია.


მისი თქმით, პარტიებს პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ედავებიან — საქმე ეხება თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციურ ქმედებებში. გორდულაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური თანამშრომლობისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში თანამშრომლობა პარტიის აკრძალვის საფუძველია.


“ტყუილია, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს.  
სინამდვილეში: სარჩელში მითითებულ პარტიებს ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვედავებით. სარჩელში მითითებულ პარტიას ჩვენ ვედავებით თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში. ჩვენი კონსტიტუციით მართლაც არის დაცული პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ დაუშვებელია და პარტიის აკრძალვის საფუძველია თანამშრომლობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.