პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთი ტყუილი და მანიპულაცია გაავრცელა. 

გორდულაძის განცხადებით, ტყუილია, რომ მოპასუხე პარტიები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ცდილობდნენ, ვინაიდან, 2019-2025 წლებში, ისინი ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას. 

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე არ ითხოვს პროდასავლური პარტიების აკრძალვას, არამედ, სარჩელით მოთხოვნილია იმ პარტიების აკრძალვა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ტყუილია, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ითხოვდნენ და ამის გამო იკრძალებიან.

სინამდვილეში, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან.

ტყუილია, რომ ჩვენ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ; ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომელმაც 2003-2012 წლებში ადამიანის წამების სისტემური და სისტემატური რეჟიმი შექმნა. ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ამ სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არ ემიჯნებიან და თანამშრომლობენ მასთან; ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ საქართველოს სუვერენიტეტს და უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი,“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.