პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა

„საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ საზოგადოება მხარს უჭერს „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ სამართლებრივ აკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში იქნებოდა პროტესტი.

„საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს. პარტიები – „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა. საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება. „გახარია საქართველოსთვის“ წევრები 4 ოქტომბრამდე არ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორ ხსნიან ამას? რატომ შევიდნენ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საკრებულოებში? ერთი ფაქტი დაასახელონ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ დააანონსა აქცია ან რაღაც გააპროტესტა და გახარიას პარტიამ ან „ლელომ“ წინააღმდეგობა გაუწია. ვის მოატყუებს გვარამია, ე.წ. „ახლები“ რომ დაირქვა – სხვა პარტიაა და არა „ნაცმოძრაობა“? გამოკითხვის პრინციპით 1000 კაცს რომ ვკითხოთ, ნიკა გვარამია რომელი პარტიის წევრიაო, რას უპასუხებენ? რასაკვირველია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიან, უნდა აიკრძალონ. ასევე, აკრძალული პარტიის დამფუძნებელი ან ლიდერი სხვა პარტიას თუ შექმნის სხვა სახელწოდებით და იმავე ქმედებებს გაიმეორებს, რის გამოც თავის დროზე აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ბუნებრივია, ასეთი პარტიებიც მორიგ ჯერზეც აიკრძალება, თუ მოსარჩელე შეიტანს სარჩელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.