პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა

დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილ ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მას. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ ძალადობებს,  –  განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისი განცხადებით, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირებს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა „უკანონო პატიმრები“ უწოდეს იმ ფონზე, რომ პატიმრებმა თავად აღიარეს დანაშაული.

„უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელ და პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენ პირებს, ასევე 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენ პირებს „უკანონო პატიმრები“ უწოდა. აღნიშნული განსაკუთრებით გამაოგნებელია იმის ფონზე, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენმა პირებმა სულ ცოტა ხნის წინ თავად აღიარეს ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა,“ – განაცხადა გორდულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები, რომელთა აკრძალვის საკითხიც განიხილება, დღესაც არ აღიარებენ 2024 წლის არჩევნების შედეგებს და ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე უსამართლოდ მოხდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია.

„დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები უგულებელყოფენ იმ უმთავრეს კონსტიტუციური პრინციპს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი. 

კერძოდ, არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველის ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. დადასტურდა, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნების სრული უგულებელყოფით, ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე უსამართლოდ მოხდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია. მეტიც, მთელი კვირის განმავლობაში კვლავ მოიხსენიებენ კონსტიტუციურ ორგანოებს არალეგიტიმურად და ცდილობენ სამართლებრივი სახელმწიფოს უგულებყოფას,“ – განაცხადა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ  კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.