პოლიტიკა

მაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ “მოწმე” იყო! ნასედკები როდიდან ითვლებიან ოპოზიციად, როდიდან?!

მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ-უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე,- წერს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას შესახებ.

კონკრეტულად, ის თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს ეხმიანება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს “პოლიტიკურ ტრიპერს” უწოდებს.

“ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ივანაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ მოვა და არ გამოიძიებს ცოლ-ქმარ ჩერგოლეიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან მრავალწლიანი გარიგების საქმეს-ვერასოდეს მოიპოვებს პირადად ჩემს ნდობას-ვინც არ უნდა იყოს! მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ-უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ “მოწმე” იყო! რეჟიმის ნასედკები როდიდან ითვლებიან ოპოზიციად, როდიდან?!”- წერს ორჯონიკიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.