პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია და აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებსა და პროფესორებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე ესაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა და საპარლამენტო დიპლომატიის თავისებურებებზე ისაუბრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობებზე.

საჯარო ლექციას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, გენერალი მამია ბალახაძე, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით და არასწორი ინფორმაციით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.