პოლიტიკა

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით, არარელევანტურია.

კერძოდ, მოსამართლე გამოეხმაურა სამუშიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ “ქართული ოცნების” ლოგიკას მივყვებით, მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციური გზებით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან კოალიცია იყო. გოცირიძის თქმით, მსგავსი მოსაზრებები გუშინაც გაისმა, და სარჩელში ოპოზიციური პარტიების ერთიანობაზე საუბარი, მოპასუხე მხარის მიერ არასწორად არის გაგებული.

“ვფიქრობ, ეს გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან და მემორანდუმი ჰქონდათ, ბრალდების ფაბულა კი არ არის, ეს მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვა არის – ბრალდება ეფუძნება ერთიანობას, ერთიანობის დამადასტურებელია და არა ცალკე აღებული ის გარემოება, რომ ეს ერთი პარტია მეორესთან თანამშრომლობს. ასე რომ, ეს არ არის რელევანტური. [კოალიციაში ყოფნა] ერთიანობის დამადასტურებლად არის მოყვანილი, მე ასე გავიგე სარჩელი, – განაცხადა ევა გოცირიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.