პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის რეპლიკა მოჰყვა. გორდულაძემ სამუშიას განცხადებები პოლიტიკურ გამოსვლად შეაფასა და აღნიშნულზე მიუთითა მოსამართლეებს.

გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელი ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მოსარჩელე მხარეს საპასუხო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა სასამართლო დარბაზში არ აქვს.

„ამდენი ხანია ჩვენი გუნდის წევრებზე საუბრობს. სრულად პოლიტიკური გამოსვლაა, მათ შორის, ბატონ გია ვოლსკისთან დაკავშირებით, როდის, სად იყო და რატომ წამოვიდა ხელისუფლებიდან. მაშინ ამ ყველაფერს ჩვენც უნდა გავცეთ პასუხები. მათ შორის, შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით, რომელიც 2016-2020 წლებში პარლამენტი წევრი რომ იყო გიგა ბოკერიას გვერდით იჯდა, მისი პარტიის წევრი გახდა. თუ კოალიციაში არ ყოფილა? რა ვქნათ ახლა, პოლიტიკური გამოსვლები დავიწყოთ? რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ პარალელური სამყარო არსებობს თურმე საქართველო და ამ საქართველოში ცხოვრობენ ამ პარტიის წარმომადგენლები. ამას ვისმენთ და მოთმინებით ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.