ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი9°C
  • გორი5°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:28
ლევან მაჭავარიანი

განცხადება · 141 ნახვა

„არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში“

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს შეეხო.

მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიებისთვის ამ ხელისუფლებაზე მოსახერხებელი ოპოზიცია არ არსებობს:

"მოსარჩელე მხარე ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად, თუმცა ბურთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზეა, საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს - კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რა თქმა უნდა, არის, იგივე, საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი: ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია, პირდაპირ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, მე არ წარმომიდგენია მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს, ყველაზე მოსახერხებელი ოპოზიციაა, თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში.

ამის დასტური იყო, როდესაც გახარიას პარტიამ და "ლელომ" გარე კარნახით მიიღეს მონაწილეობა 2025 წლის არჩევნებში, "ლელოს" გაუნახევრდა ამომრჩევლის რაოდენობა და გახარიას გაუმესამედდა, 1 წლის ჭრილში გეუბნებით, 2024 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შიდა კონკურენციაც კი არ ყოფილიყო, გაუნახევრდა და გაუმესამედდა. რატომ მოხდა ეს ერთ წელიწადში? ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში - ისინი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილი, თავიდან ბოლომდე ყველა ეს პარტია იმართება ერთი ვერტიკალით. შესაბამისად, ამაზე მოსახერხებელი, სუბიექტურად რომ ვთქვათ და პრაგმატულად, ამაზე მოსახერხებელი ოპოზიცია ვერ გეყოლება, ვინაიდან, რამდენი არჩევნებიც იქნება, იმდენ არჩევნებს მოვუგებთ, ძალიან დიდი ანგარიშით, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და მხოლოდ იმით არ ვხელმძღვანელობთ, რომ მათი არსებობა ჩვენთვის მოსახერხებელია.

ამათ აქვთ უკვე მიცემული პოლიტიკური შეფასება ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუმცა აუცილებლად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: აგენტურული პარტიები არ უნდა არსებობდნენ ოპოზიციურ ველზე, გარედან მართული პარტიები, რომლებიც მხოლოდ ემსახურებიან უცხოელების დღის წესრიგს, მხოლოდ იმით გამოდიან, თუ რით დატოვონ თავიანთი უცხო პატრონები კმაყოფილი, ასეთი ძალები არ უნდა არსებობდნენ და როდესაც ასეთი ძალები არ იარსებებენ, მაშინ მიეცემათ უკვე ძალიან დიდი მოტივაცია ახალგაზრდებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან მაჭავარიანი„ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ- სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან“
  2. ლევან მაჭავარიანი„ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება“
  3. ლევან მაჭავარიანი„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ“
  4. ლევან მაჭავარიანი„საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“