ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი5°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:32
დავით ჩიხელიძე

განცხადება · 157 ნახვა

„ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა“

როცა რეალობა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, ოპოზიციის სურვილი გრანდიოზული, მრავალათასიანი აქციის ჩატარება იყო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, მოკრძალებული, მეჩხრად მდგომი ადამიანების დაახლოებით 25-წუთიანი შეკრება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ორთვიანი სამზადისისა და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი სულ რაღაც 25 წუთში დასრულდა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია აქციის ჩაფლავებაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს ჩუმად არიან გუშინდელ აქციაზე არავინ საუბრობს როგორც ჩანს, ოპოზიცია სამარცხვინო შეკრების დავიწყებას ცდილობენ.

„როცა რეალობა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა, ოპოზიციის სურვილი გრანდიოზული, მრავალათასიანი აქციის ჩატარება იყო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, მოკრძალებული, მეჩხრად მდგომი ადამიანების დაახლოებით 25-წუთიანი შეკრება.

ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა.

ეს მხოლოდ აქციის მასშტაბი არ არის, ეს ოპოზიციის რეალური, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ერთგვარი ინდიკატორია. ოპოზიციის რეიტინგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურ კლებას აჩვენებს. როდესაც ამდენი ხნის მობილიზაციის, აქტიური კამპანიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მცდელობების შემდეგ ასეთი შედეგი დგება, უნდა მიხვდე, რომ სახლში წასვლის დრო არის და რეალობა მიიღო.

თუმცა ოპოზიციას ამის დანახვა და აღიარება არ სურს. მათ სურთ დაიჯერონ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ მხარესაა, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა მეორე. გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა, რომ საქართველოში, ოპოზიციის მხარდამჭერი, მალე სანთლით საძებარი იქნება. ოპოზიცია აქციის ჩაფლავებაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს ჩუმად არიან გუშინდელ აქციაზე არავინ საუბრობს როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის სამარცხვინო შეკრების დავიწყებას ცდილობენ.“ - წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ჩიხელიძე„ცოტნე ივანიშვილი პირველი ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისმა აკადემიურმა მიღწევებმა, პიროვნულმა თვისებებმა და უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველი შექმნა“
  2. დავით ჩიხელიძე„პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ“
  3. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
  4. დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“