საფრანგეთი ფინანსურ კრიზისშია მაღალი ვალისა და ბიუჯეტთან დაკავშირებული პოლიტიკური ჩიხის გამო: პარლამენტში შეთანხმების არარსებობის მიზეზით, მთავრობა გარდამავალ გადაწყვეტილებას მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული ონლაინ-გამოცემა Apollo News ავრცელებს.
ბევრი საკითხი ამოტივტივდა, დაველოდოთ, თუ როგორ წარიმართება გამოძიება. ზოგადად, საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა, ბევრი კითხვა არსებობს და დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ამას აუცილებლად გავაკეთებ – ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ იმიტომ, რომ ამათი მთავარი ამბავი ის არის, რომ იყვნენ ციხეში და პოლიტიკური სპეკულაციები აკეთონ, პრესაში, მედიაში… მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კი არა ჩვეულებრივი მოძალადეა, პოლიციელს დაარტყა სილა, რა სახაროვი, ყველამ იცის ეგ ამბავი ხომ? და ყველამ ნახა, ვის რაში სჭირდება შენი მედია, მედიები გყავთ აგერ გრიგოლიები და ქვეყანა მედიები ვერაფერს ვერ აკეთებენ, მზია ამაღლობელს რა უნდა გაეკეთებინა, ვინ იცნობდა საერთოდ მზია ამაღლობელს, “სახაროვის პრემია”, მაგრები ხართ…
პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც შსს-ს მოუწოდა, შეისწავლოს სასურსათო ბაზარზე პროდუქტების სიძვირის მიზეზი და გამოაკრვიოს, ხომ არ მუშაობენ კარტელური პრინციპით ბაზრის მოთამაშეები, ოპოზიციონერების რეაქციას ეხმიანება. კერძოდ, დობორჯგინიძე აფასებს რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობა სავაჭრო ქსელების რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების გამო.
რასაც ვაკვირდებით, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებას გარედან ცდილობენ, არის საზოგადოების დაყოფა, ქიშპის შეტანა, ერთმანეთზე გადაკიდება და ა.შ. და მთავარი იარაღი ამაში არის სიძულვილის ენა, რომლითაც მთლიანად გაჯერებულია რადიკალური ოპოზიციის ფრთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, “პოს ტვ”-ის ეთერში განაცხადა.
პორტუგალიაში ღუმელში გამომცხვარი ვირთევზადან დაწყებული, პოლონეთში ხრაშუნა შემწვარი ვერსიით დამთავრებული, რუსული თევზი კვლავაც პოულობს გზას ევროპულ სუფრებზე იმპორტის შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად, – ამის შესახებ გამოცემა Euractiv წერს.