ყველა სიახლე
4724 მასალა
26 დეკემბერი 2025
მაია ბითაძე “ზოომარტის” განცხადებაზე, რომ 2026 წლიდან აიკრძალება შინაური ცხოველების დაშვება დახურულ სავაჭრო სივრცეში: მივმართავ ზოომარტს, ან წარმოადგინოს მუხლი, რომლითაც ამგვარი რეგულაცია შედის ძალაში ან მოვითხოვ ოფიციალურად და საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებისთვის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ერთ-ერთი ზოომაღაზიათა ქსელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ “2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველების დაშვებას დახურულ სავაჭრო სივრცეში”.
25 დეკემბერი 2025
განათავსეთ თქვენი რეკლამა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პროექტის ავტორმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში იუნკრებს სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ქვეყნის გენოფონდის ისტორიულ ქრონიკებზე, სხვადასხვა საუკუნეში სტატისტიკურ მონაცემებზე და მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების მთავარ გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრნენ.
„დიპსტეიტის“ მიზანზე
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა(ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთითევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
“ჩვენ გავაუქმეთ USAID. საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა” – მარკო რუბიო
ვაშინგტონი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აფინანსებს და სანაცვლოდ, მოკავშირე ქვეყნებს შუამავლების გარეშე უწევს მხარდაჭერას – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვისას ისაუბრა. მარკო რუბიო საკუთარ განცხადებაში ასევე ამბობს, რომ შტატების საგარეო დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების გამდიდრების წყარო იყო.
პრემიერის ინიციატივაზე
Bloomberg: რუსულმა რუბლმა მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ზრდა აჩვენა
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულმა რუბლმა წელს დოლართან მიმართებით ყველა ძირითად ვალუტას გადაასწრო, რაც თავად მონეტარული პოლიტიკის შემმუშავებლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
ზელენსკი პუტინზე საშობაო მილოცვაში: „დაე, წარწყმდეს ის“ – შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა გაიფიქროს, მაგრამ როდესაც ღმერთს მივმართავთ, რა თქმა უნდა, უფრო დიდ რამეს ვთხოვთ – ჩვენ უკრაინისთვის მშვიდობას ვითხოვთ
უძველესი დროიდან უკრაინელები თვლიდნენ, რომ შობის ღამეს ცა იხსნება. და თუ მათ თქვენს ოცნებას უყვებით, ის აუცილებლად ახდება. დღეს ყველას ერთი ოცნება გვაქვს. და ერთ სურვილს ვისახავთ – ყველა ჩვენგანისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში.
რადიკალურ ოპოზიციაზე
დავით ქართველიშვილი ამერიკის მიერ საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი გრანტის შესახებ: „ანტიქართული რიტორიკის“, “მეგობარი აქტის” სანაცვლოდ მივიღეთ ოფიციალურად გაფორმებული თანამშრომლობა. ზეწოლის ნაცვლად – ინსტიტუციური მხარდაჭერა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტის გამოყოფის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის ფაქტი აღიარებაა იმის, რომ დღეს საქართველო რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი იშვიათი საყრდენია.
პრემიერის ინიციატივაზე
თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტი მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხაშურში წარადგინა
სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკაზე, ოჯახური ღირებულებების დაცვაზე და თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაციაზე, რომელიც ხაშურში გაიმართა.




























