ყველა სიახლე
4677 მასალა
22 მაისი
21 მაისი
Resilio Access Project-ის კვლევით, საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო
2026 წლის 13 მაისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP-Institut für Europäische Politik) მიერ და რომელზეც ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტ „RESILIO-ACCESS Monitor“-ის შედეგები წარმოადგინეს. Resilio Access Monitor არის ინოვაციური ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს სამართლის უზენაესობის მედეგობას და ადაპტაციის უნარს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში; მათ შორის, მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობის გამოწვევებსა და მეთოდებს. ინსტრუმენტი მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და თურქეთი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
რუსთავში კორპუსის მშენებლობაზე
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ
სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში.
ICG: ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა ყალბი ან გაზვიადებული – ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის ევროკავშირის წევრობის მიმართ ძლიერ მხარდაჭერასთან
ევროკავშირის მხრიდან რიტორიკის შეცვლა -„ქართული ოცნების“ კრიტიკიდან კონკრეტული რეფორმების წახალისებაზე გადასვლა, დიალოგისთვის უკეთეს გარემოს შექმნიდა, – ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ICG: ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო
დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.
ICG: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ძალებმა უბიძგეს აშშ-სა და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკისკენ, პარტიის „პრორუსულად“ წარმოჩენით, – ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
ICG: საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში
რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო, – ამის შესახებ International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება- ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად
დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
POLITICO-ს ცნობით, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, ევროპარლამენტარ ბას ეიკჰაუტთან „შეუფერებელი ურთიერთობის“ გამო სკანდალში გაეხვა
ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
20 მაისი
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს – კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატთა პალატას გადაეცა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა Alliance for the Union of Romanians (AUR)-ის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასოციაციებსა და ფონდებს ევალებათ გამოაქვეყნონ ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობა, რომლებიც მათი დონორები არიან. RFI România-ს ცნობით, კანონპროექტს მხარი 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო, წინააღმდეგი 32 მათგანი იყო. ამის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა დეპუტატთა პალატას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
ილია ღლონტზე
ოპოზიციის პროპაგანდისტი კახა გოგოლაშვილი: აშშ-ში დემოკრატიული უკუსვლაა. ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები. შეიძლება ის იმპიჩმენტით გაუშვან
დღევანდელი [აშშ-ის] ადმინისტრაცია არ გამოირჩევა დემოკრატიული მისწრაფებებით, – განაცხადა ოპოზიციის პროპაგანდისტმა, კახა გოგოლაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
აქტივისტმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიზანმიმართულ “გაშავებაში” დაადანაშაულა
აქტივისტი ნანა სანდერი სასამართლო პროცესზე დაინტერესდა შესაძლოა, თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებები, რომელიც მის „გაშავებას“ უკავშირდებოდა, მურთაზ ზოდელავასთან მის დაპირისპირებასთან იყოს კავშირში.




























