ყველა სიახლე
4677 მასალა
20 მაისი
ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე
19 მაისი
მანდატური სასამართლოს კანცელარიის შენობაში ალეკო ელისაშვილის დაკავების ეპიზოდზე – გვკბენდა ხელზე, მკლავზე, ბეჭზე, ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ეს იარა დღემდე მაქვს – იარაღი ჰქონდა ამოღებული, განცდა გამიჩნდა, რომ ჩვენთვის უნდა ესროლა
გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა გიორგი რიჟამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის ხელოვნურად შეფერხების გამო, ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს
სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე 2025 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტს უკავშირდება და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის ხელოვნური შეფერხების შექმნას ეხება.
პრემიერის ღია წერილზე
პატრიარქი შიო მესამე დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, დღეს, 19 მაისს, 15:00 საათზე პატრიარქ შიო მესამეს შეხვდებიან. ამის შესახებ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.
მამდანიმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში პირველი მუნიციპალური, დაბალფასიანი მაღაზია გაიხსნება: „მთავრობა ვალდებულია, დაეხმაროს ხალხს“
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, 20 ათასი კვადრატული ფუტის (1 858 კვ.მ) ფართობის მუნიციპალური სასურსათო მაღაზია არასრულწლოვანთა ყოფილი დროებითი მოთავსების იზოლატორის ადგილზე აშენდება. მაღაზია უკვე მომავალ წელს გაიხსნება ბრონქსში, ჰანტს-პოინტში, სადაც აშშ-ის უმსხვილესი საბითუმო სასურსათო ბაზარი მდებარეობს.
კუბა გამოეხმაურა ცნობებს ამერიკულ ბაზებზე შესაძლო დარტყმების მომზადების შესახებ და აშშ „სისხლისღვრის“ შესახებ გააფრთხილა
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის თავი დაიცვას სამხედრო თავდასხმებისგან, იტყობინება Perfil. ამის მიზეზი გახდა გამოცემა Axios-ის პუბლიკაცია, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ჰავანამ 300-ზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა და მათ გამოყენებას აშშ-ის ობიექტების, მათ შორის გუანტანამოს ბაზის წინააღმდეგ განიხილავს.
პატრიარქის ქადაგებაზე
18 მაისი
ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე
„ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე
სტარმერმა ახლობლებს განუცხადა, რომ გადადგომას გეგმავს — Daily Mai
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო მეგობრებს გაანდო, რომ თანამდებობის დატოვებას და თავისი წასვლის „ორგანიზებული გრაფიკის“ შემუშავებას აპირებს. ამის შესახებ Daily Mail სამთავრობო კაბინეტის წყაროებზე დაყრდნობით წერს.




























