აქტივისტი ნანა სანდერი სასამართლო პროცესზე დაინტერესდა შესაძლოა, თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებები, რომელიც მის „გაშავებას“ უკავშირდებოდა, მურთაზ ზოდელავასთან მის დაპირისპირებასთან იყოს კავშირში.
შესაბამისი კითხვით ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე მოწმეს მიმართა.
მოწმის განმარტებით, “შესაძლოა, თუმცა მორალურ შეფასებას არ მისცემს”.
ამასთან, მოწმის თქმით, “შავი პიარი მათ ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს”.
“თვითონ მოტივი ცხადი იყო, რომ იყო გაშავების სურვილი. ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს შავი პიარი. მოტივი, ვერ ვიტყვი, არ ვიცი”, – განაცხადა მოწმემ.
ცნობისთვის, დაკავებული აქტივისტის, ნანა სანდერის სასამართლო პროცესი 19 მაისს გაიმართა. ნანა სანდერს ბრალდება ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











