საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„საახალწლო სოფელი“ სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, – ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,ალისა სოფოს უზიარებს საახალწლოდ ჩასაფიქრებელ სურვილს – მინდა რომ მიშას კარებთან რომ კაცები დგანან და არ გვიშვებენ, დაიხოცონ.
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდანმოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.
30 და 31 დეკემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგში ცვილელებებია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პროექტის ავტორმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში იუნკრებს სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ქვეყნის გენოფონდის ისტორიულ ქრონიკებზე, სხვადასხვა საუკუნეში სტატისტიკურ მონაცემებზე და მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების მთავარ გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრნენ.
სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკაზე, ოჯახური ღირებულებების დაცვაზე და თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაციაზე, რომელიც ხაშურში გაიმართა.
„ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება შეუჩერა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე – “დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“.