პოლიტიკა
3674 მასალა
3 ივლისი
აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე
2 ივლისი
ფაშინიანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სომხეთში არსებული ყველა მობილური ტელეფონის მფლობელთან დაკავშირებული ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს
ფაშინიანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სომხეთში არსებული ყველა მობილური ტელეფონის მფლობელთან დაკავშირებული ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეზე
ლუკა წიკლაური “რადიო თავისუფლების” სიუჟეტზე: კამერასთან დაბნეულობა იყო ჩემი ერთადერთი “დანაშაული”, რომელიც მედიამ სათავისოდ გამოიყენა. ინტერვიუ დაჩეხეს, კონტექსტიდან ამოგლიჯეს და აგრესიულ სექტას საჯიჯგნად მიუგდეს. უკვე ორი დღეა ჩემი ოჯახი უდიდეს სტრესს და ბულინგს განიცდის
ლუკა წიკლაური, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “რადიო თავისუფლების” სიუჟეტს, რომელშიც თავადაც ფიგურირებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროპაგანდისტული ვიდეოა, რომელიც შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
1 ივლისი
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაში“ საწევროს გადახდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ეს არის ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა სააკაშვილის რეფორმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის საწევროს გადახდის დაწესებაზე. დეპუტატის თმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება პარტიის წევრების მიერ და ახლა მათ უთხრეს, თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთო. მაჭარაშვილის განცხადებითვე, „ნაცმოძრაობაში“ მიღებული გადაწყვეტილება საწევროს დაწესებასთან დაკავშირებით ნათელი დასტურია იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში. „პარტიის თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება პარტიის წევრების მიერ და ახლა მათ უთხრეს, თუ გინდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთო. ეს ნიშნავს ზუსტად იმ მიდგომას, რაც ზოგადად ჰქონდა სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და შემდეგაც, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში. ეს არის ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაზო დათუნაშვილს
ვარდენ მაჭავარიანზე
„ევროპის სახალხო პარტიამ“ ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა დაგმო და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად
„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ვენაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც საუბარია უკრაინაში მრავალპარტიული დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინას“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე
30 ივნისი
ცოტნე ანანიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საწევროს გადახდა მოუწევთ: ნამდვილი ნაცობა- ფასიანი გახდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე რეფორმებს ეხმიანება. რეფორმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, „არ შეიძლება, პარტიის ფინანსები დამოკიდებული იყოს ერთ კონკრეტულ შემომწირველზე, რადგან ეს მაინც აჩენს დამატებით ვალდებულებას. შესაბამისად, პარტიის მთავარი მიზანია, ეს ნაწილი გახადოს გამჭვირვალე. შემოდის საწევროების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ არის, პარტიასთან თავიანთ პარტიულ ბმას, მათ შორის, ამოწმებს საწევროების შემოტანით.“
ვატიკანი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს – რწმენის დოქტრინის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო სამართალს სელექციურად იყენებს და ზოგიერთ სამხედრო ინტერვენციას სანქციებს უწესებს, ხოლო სხვებს არა
რომის პაპ ლეო XIV-ის მიერ მოწვეულ კარდინალთა დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ომის თემას ეძღვნებოდა, ვატიკანის რწმენის დოქტრინის ხელმძღვანელმა, ევროკავშირი, საერთაშორისო სამართლის სელექციურ გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, ევროკავშირი ზოგიერთ სამხედრო ინტერვენციას სანქციებით პასუხობს, ხოლო სხვების მიმართ სრულიად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს – ამის შესახებ Politico წერს.


























