პოლიტიკა
3685 მასალა
5 მარტი
თინა ხიდაშელის განცხადებაზე
Reuters: ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ, რადგან ირანის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მომარაგების დეფიციტი შექმნა
ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ. როგორც წყარო იტყობინება, ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
BILD: ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან – გერმანელმა ტურისტებმა გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ
გერმანული გამოცემის, BILD-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელმა ტურისტებმა, რომლებიც გერმანიის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთიდან დანიშნული ჩარტერული თვითმფრინავებით ევაკუირდებიან, გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გვარამიას პარტიის წევრი ივა ჭყონია: როგორ შეიძლება შენს მეზობელთან იყოს ომი და შენ გქონდეს მშვიდობა, ეს ტყუილია. მარტო საქართველოში მშვიდობა ვერ იქნება, პირიქით, შეიძლება უფრო ძვირიც დაგვიჯდეს და მეტი პრობლემები შეგვექმნას
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ივა ჭყონიას თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა, ეს მოჩვენებითია და მას მოგონილ მშვიდობას უწოდებს. მან ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ შეუძლებელია მარტო საქართველოში იყოს მშვიდობა, როდესაც რეგიონში ომია.
ხიდაშელის განცხადებაზე
ხიდაშელის განცხადებაზე
ნინო ფოჩხუა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ განცხადებაზე: აღარც მალავენ, რომ აგენტები არიან. მსგავს ანტიქართულ განცხადებებს აღარც თაკილობენ. გაოგნებული ვარ ამ ქალის სიბინძურით – ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა?
ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც მას აქვს შიში, რომ შესაძლებელია საქართველოს დაემუქროს საფრთხე, როდესაც ამერიკა მოიკითხავს თუ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყოს.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება – ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა
დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
4 მარტი
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა- იმედია, ეს შეხვედრა მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს
ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა.
სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის” დირექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის” დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ.
აშშ-მა შრი-ლანკის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში, ირანული სამხედრო ხომალდი ჩაძირა
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ოკეანეში ჩაძირა „ირანული სამხედრო ხომალდი, რომელიც თავს საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ მიიჩნევდა“.
„ტვ პირველს”
გახარიას პარტიას





























