პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში

გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში მიგრაციის გავლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ მიგრაციული პროცესები დღეს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ევროპის ქვეყნების თავშეკავება ირანთან კონფლიქტში პირდაპირ ჩართვაზე, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება დემოგრაფიულ ცვლილებებსა და მუსლიმი მოსახლეობის ზრდას ევროპაში.

„ესპანეთის ცივი უარი ამერიკას, ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების თავშეკავება ირანთან პირისპირ კონფლიქტში ჩართვაზე, გამოწვეულია მუსლიმი მოსახლეობის ძლიერი მიგრაციული ნაკადებით ევროპულ სახელმწიფოებში. დღეს ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია. მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში, მითუმეტეს, ირანისგან გამოცხადებული ჯიჰადის ფონზე. მიგრაციული პოლიტიკა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ომის დაწყებამდე ირანთან მიმართებით, რომელსაც ორი დიდი უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით — ეს არის მოსახლეობის რიცხოვნობა ქვეყანაში და საზღვრებს მიღმა, სწორედ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც დღეს მაქსიმალურად დისტანცირდებიან ამ კონფლიქტისგან. მეორე დიდი უპირატესობა არის ირანის მკაცრი სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკა და ბრძოლის სასტიკი გზები. ამ უპირატესობებით მოქმედებდა ირანი ისრაელი-ამერიკის წინააღმდეგ და იგივე გზებით აპირებს არა მარტო ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, არამედ იმათთანაც, ვინც დღეს აშშ-ს დაეხმარება. რელიგიური ფაქტორი რამდენადაც შეიძლება უპირატესობად ჩავთვალოთ, იმდენად დიდ რისკებს შეიცავს ირანისთვის — ამან შესაძლოა ბლოკირება გაუკეთოს საკუთარ თავს. ასევეა ამერიკა-ისრაელიც — რამდენადაც დიდი აქვთ შესაძლებლობები, იმდენად შესაძლოა მარტო აღმოჩნდნენ ირანთან პირისპირ ბრძოლაში სწორედ მუსლიმი თემის დემოგრაფიული მაჩვენებლების გათვალისწინებით. ამას ასაბუთებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ალი ხამენეის ვაჟი — მოჯტაბა ირანის ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს.

ესეიგი, ირანი იგივე პრინციპებით აგრძელებს სახელმწიფო პოლიტიკას. ეს იყო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ აიათოლას მიერ გაზრდილ რელიგიურ მებრძოლებს თითქმის იგივე ლიდერი ჰყავთ. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, ერთ დროს ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკა რამხელა საფრთხედ იქცა თავად დასავლეთისთვის. დღეს ევროპა ხვდება, თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს წარსულში, თუმცა უკვე ძალიან გვიანია — ისინი ჩიხში არიან: ან უნდა მიჰყვნენ ამერიკას ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაიზიარონ გლობალური პოლიტიკის პასუხისმგებლობა, ან უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოება და უარი თქვან მთავარ პარტნიორზე. ორივე შემთხვევაში ევროპა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვიდრე იყო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად. ესეც მათი გაუთვლელი პოლიტიკის შედეგია ათეული წლების წინ. და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვიტარებენ პოლიტიკურ გაკვეთილებს? ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის, ასევე ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომიც ანადგურებს ევროპას. ეს კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სამხედრო ალიანსის არსებობას. როგორი გზაც არ უნდა იპოვოს ევროპამ ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უკვე ძალიან გვიანია — პროცესები უკვე დაძრულია,”—წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.