Layout K (with load more)

ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე

გიორგი ზერეკიძე: იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა “ნაცების” მედია და ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე – პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს, ანუ ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა

ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო არავის აფარებს ხელს! პრემიერის მიდგომა აღსრულდა, ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს. ეს არის ინსტიტუციური სამართლიანობის სწორი გზა

ნინო ფოჩხუა: გახარიას მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ერთი დღის ფასი აქვს – გაქცეულ ექსპრემიერს სალაპარაკო არაფერი აქვს და იმისთვის, რომ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, არაფერი დარჩენია ტყუილის და სიცრუის გარდა

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი – პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა