„ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს“
„სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა“
„გახარია არის ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს ხალხს თვალები დათხარა, დაშლილი აქციის წევრებს სახლებამდე სდია და თავპირი გაუერთიანა. ამის მერე სტრასბურგმა მოითხოვა გახარიას დანაშაულების გამოძიება 20 ივნისის საქმეზე – ამ მოღალატე კრიმინალი გუნდის მინიონი ბედავს და პროტესტის უფლების დაცვაზე საუბრობს“
„თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა“
„ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს“
„“ნაცები” ამბობენ – კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც ძალადობსო – განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც “ქართულმა ოცნებამ” დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც და ისინიც, ვინც “ქართული ოცნების” დროს უფლებამოსილებას გადაამეტა“
„კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს. რეალობა სხვაა – სახელმწიფო უკვე წლებია, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს რამდენიმე მილიონ ლარს“
„დამოუკიდებელი ორგანიზაციის, ICG-ის ანალიტიკური შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შექმნილი კრიზისი თბილისის პასუხისმგებლობა არ არის და ბრიუსელს საკუთარი მიდგომების გადახედვა სჭირდება“
„საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი, ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები წლებია მიზანმიმართულად ეწევიან“
„ტყუილს მიზანმიმართულად ან არცოდნით ავრცელებს. რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000-ზე მეტი, როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს“
ილია ღლონტზე
„გახარიას პარტიაში, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიურ, მორალურ, სინდისობრივი კრიზისია, ამ სბროდს კიდევ ერთი საერთო ნიშანთვისება აერთიანებთ – ტოტალური გაუნათლებლობა და გოიმობა. გოიმების ჩამონათვალში კი მოწინავეთა რიგებს იკავებს ქალბატონი ფილფანი“
„ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ “ნაცმოძრაობის” აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი – ამ ხალხისგან ტალახის სროლა არ უნდა გაგიკვრიდეთ“
„„ნაცმოძრაობა“ რომ ვინმეს შეუსრულებელ დაპირებებზე დაუწყებს საუბარს, ჩემი თხოვნა იქნება, ეს დოკუმენტი ააფაროთ სახეზე – პირველი პუნქტი ხომ საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა: 2008 წლის დასაწყისში ხალხს ქვეყნის გაერთიანებას პირდებოდნენ, რამდენიმე თვეში კი საქართველოს 20% რუსეთს ჩააბარეს“
„ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა. სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი და სისტემური ბრძოლა“
„საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა“
„ეს ფოტო-სქრინი მელაძის დღევანდელი გადაცემიდან არის. ფოტო ერთი – “მოწმე” ორი. სხვა ფოტოს მოძებნაც კი დაეზარათ. ასეთი ტყუილია ზოგადად მისი ყველა სიტყვა, ზოგადად კი ეს ტელევიზია არის სიბინძურის და ჭორაობის ჭაობი“
„„ტვ პირველმა“ ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ – „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად, სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან“
„დღევანდელ დინამიკურ პოლიტიკურ გარემოს სჭირდება აქტიური მამუკა მდინარაძე, რომელიც ერთდროულად ფლობს როგორც მენეჯერულ, ისე პოლიტიკურ რესურსს. მისი დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას“
„სახელმწიფო ვერ დაუშვებს ისეთი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, რომლის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და რომელიც ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს“
„ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“ იგორ ბლაჟევიჩი იპოვა, რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს – ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის“
„ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?“
„ტვ პირველს“
„Fox News-ის სტატიის გამო აჟიტირებულია, რა კარგია, ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევსო – რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, სრული ცინიზმით ატყუებს საზოგადოებას?“
ზურაბ ფარჯიანზე
„პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ“
„გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა“
„იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი“
„ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი – მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, აშინებთ ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს“
„“მელკი ქურდბაცაცა” ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო. პარალელურად არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული და ყურით დაჭერილი აგენტი“
ვიქტორ ყიფიანზე
„ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება“
„ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს – ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო“
გიგა ბოკერიას
„ირაკლი ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი – რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია“
„სუს-მა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული. აგენტურამ მესიჯი დაალაგა – სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია“
„ვარდენმა იგრძნო, რომ დებატებში გარდაუვალი მარცხი ელოდა და დებატებზე უარი, გაიძვერული ტაქტიკით განაცხადა. საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება ერთია, ხოლო პრემიერ-მინისტრთან პირდაპირ დისკუსიაში შესვლა სულ სხვაა. იქ უკვე არგუმენტები, გამოცდილება და პოლიტიკური წონა მუშაობს“
„„მეამას“ პოზიცია, არ ითანამშრომლოს „იმედთან“ და„პოსტვისთან“, პირდაპირ ემსახურება უცხო ინტერესებს- საზოგადოება არ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს კომპანიას, რომელმაც აირჩია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება!“
„სერგო ორჯონიკიძემაც ზუსტად ის გააკეთა რასაც თქვენ ცდილობთ – უცხოტომელებთან მივიდა და უთხრა, მე თქვენი იდეოლოგიის მიმდევარი ვარ და დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში მოწინააღმდეგეები გავანადგურო და თქვენი მსგავსი იდეოლოგია დავამკვიდროო“
ოპოზიციის აქტივისტებს
„დასავლეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისკენ მიმართული მტრული აქტია, რომლებიც ინფორმაციას სწორედ ამ ორი ტელევიზიისგან იღებდნენ. ფაქტობრივად, სანქციები ეხება იმ მაყურებელს, რომლებიც აღნიშნულ ტელევიზიებს ენდობიან და მათგან იღებენ ინფორმაციას“
„World Justice Project-ის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის“
„ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან – გეკა გელაძეს ვინმემ ჰკითხა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა?“
“აი ფაქტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე
„ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს“
გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე
„როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდა პოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას“
„ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ არ ასახავს რეალურ სურათს. მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება“