პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ არ ასახავს რეალურ სურათს. მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს და არა რეალურ სურათს.“ 

ჩიხელიძის თქმით, ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს.

„ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს, და არა რეალურ სურათს. ფაქტია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არ ფიქსირდება. აღნიშნულს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი ადასტურებს . ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს. რაც შეეხება „რუსული გავლენის გაძლიერებას“, ეს თეზა დასავლურ დისკურსში უკვე უნივერსალურ იარაღად იქცა, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან მათთვის სასურველ პოლიტიკურ სცენარს. რეალურად, საქართველოში არ გაზრდილა რუსეთის პოლიტიკური გავლენა: რუსეთი რჩება ოკუპანტ სახელმწიფოდ, ურთიერთობები გაყინულია, ხოლო ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციურად არის გამყარებული. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა რომელ საქართველოზე საუბრობს ელჩი? რეალურ ქვეყანაზე, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში სტაბილურობას ინარჩუნებს, თუ დასავლეთში ფორმირებულ პოლიტიკურ სურათზე, რომელიც ფაქტებზე მეტად ინტერპრეტაციებს ეყრდნობა. მსგავსი ტიპის განცხადებები არა სიმართლის ანალიზს, არამედ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.