უცხოური მედია

The Guardian: ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის ასოციაციაში მსჯელობენ იმ „ტრანს კლიენტების“ მომსახურებაზე, რომლებსაც პიროვნების იდენტობის აშლილობა აქვთ. ქირურგების თქმით, მაგალითად, ვიღებთ ადამიანს, რომელსაც ორივე სქესის სასქესო ორგანო აქვს

ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) თანამშრომლების შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები თავიანთ საქმიანობაზე მსჯელობენ და შემაშფოთებელ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას. სტატია ამ თემას The Guardian-მა მიუძღვნა.

მასში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ვიდეოში ერთ-ერთი ექიმი აღიარებს, რომ ხშირად მისი პაციენტები პატარები არიან საიმისოდ, რომ გაიაზრონ რა გავლენა ექნება სქესობრივი მომწიფების ბლოკირებისა და ჰორმონების მიღებას მათ ნაყოფიერებაზე მომავალში. „ნაყოფიერების შენარჩუნებაზე ვესაუბრები 14 წლის მოზარდს, მაგრამ ვიცი, რომ ეს იგივეა, რაც კედელს ელაპარაკო“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.

WPATH-ის პრეზიდენტი, დოქტორი მარჩი ბაუერსი კი კომენტარს აკეთებს იმაზე თუ რა გავლენა აქვს სქესობრივი მომწიფების ადრეულ ბლოკირებას ზრდასრულ ასაკში სექსუალურ ფუნქციებზე.

„დღემდე არ მსმენია, რომ ინდივიდს, რომელიც დაბლოკეს Tanner 2-ში, ეთქვას, რომ ორგაზმის განცდა შეუძლია“, – წერს ის. Tanner 2 პუბერტატის საწყისი ეტაპია. გოგოებში ეს ფაზა შეიძლება 9 წლიდანაც იწყებოდეს.

ორგანიზაციაში ასევე მიდის მსჯელობები იმ „ტრანს კლიენტების“ მომსახურებაზე, რომლებსაც პიროვნების იდენტობის აშლილობა აქვთ – როდესაც მათი სხვადასხვა ალტერ ეგო საკუთარ თავს სხვადასხვა გენდერის წარმომადგენლად აღიქვამს. ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს – მაგალითად, სხეულს, რომელსაც ორივე სქესის სქესობრივი ორგანო აქვს, ორმაგი მასტექტომიის ოპერაციას, რის შემდეგაც ადამიანს ძუძუს თავი არ აქვს, ან სულაც „ნულიფიკაციის“ ოპერაციას – როცა ადამიანს გენიტალიებს სრულად აჭრიან და მათ ადგილას მხოლოდ გლუვი კანი რჩება. ექიმები ასევე 16 წლის პაციენტებში ჰორმონების მიღების შედეგად ღვიძლის კიბოს განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ.

სტატიის ავტორი განმარტავს, რომ WPATH-ი არ არის პროფესიული ორგანო. ის ძირითადად აქტივისტებისგან შედგება. სახელწოდებაში სიტყვა „მსოფლიოს“ გამოყენების მიუხედავად, ის არც ტრანსგენდერ ადამიანებზე ზრუნვის გლობალურ სტანდარტს წარმოადგენს, რადგან ამ ადამიანებზე ზრუნვის შეთანხმებული პრაქტიკა დედამიწაზე უბრალოდ არ არსებობს.

მაგრამ სწორედ ეს ორგანიზაცია და მისი „ზრუნვის პრაქტიკა“ უდევს საფუძვლად დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერების ჯანდაცვის სერვისის გამწევ არაერთ ორგანიზაციას, მათ შორის ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციას და საჯარო სამედიცინო საბჭოს.

„პრობლემა არა ამ დისკუსიებში, არამედ იმაშია, რომ ორგანიზაცია ამ საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობს“, – მიიჩნევს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, ინგლისის ჯანმრთელობის სამსახურმა განაცხადა, რომ WPATH-ის ხედვები მათთვის უკვე არარელევანტურია და სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები რუტინული კლინიკური პრაქტიკის ნაწილი აღარ იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ორგანიზაციას გაემიჯნა, თუმცა სტატიის ავტორი აცხადებს, რომ გენდერული იდენტობის განვითარების სერვისის წარმომადგენლები WPATH-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას და ამ ჯგუფთან ასოცირების გამართლება რთულია, რადგან მისი ხედვები სულ უფრო ექსტრემალური ხდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,078 ნახვა