პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ

მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს. ამის უფლებას ვერ მივცემთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონს დრაკონულ კანონად მოიხსენიებენ და აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ ამასთან დაკავშირებით.

„მიმართონ, დაველოდოთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ნებისმიერი კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში შედის, რომელიც დაინიციირდა, რომელსაც დავაინიცირებთ, ძალიან სერიოზულ გზას გადის, მსჯელობას, დადარებას საერთაშორისო სამართალთან. ეს მათი უფლებაა, რომ [სტრასბურგში] წაიღონ. ბევრი გვინახავს ხმამაღალი განცხადება სტრასბურგში წაღების, მაგრამ შემდეგ მათივე პროპაგანდისტულ მედიას საერთოდ გაუქრია ეს განცხადება. ეს [ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“] კანონი უზრუნველყოფს დემონსტრანტებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და აქ არის სწორი ბალანსი დასაცავი.

ვხედავთ, დადასტურებულად, 300-კაციანი დაფინანსებული ჯგუფი როგორ ძალადობს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეზე დედაქალაქში. მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა, თუ იმ კანონს. ამის უფლებას ვერ მივცემთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები თანმდევ პროექტებთან ერთად მესამე მოსმენით 10 დეკემბერს მიიღო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.